ტესტირების გავლა

Tag Archives for saatestato

საატესტატო გამოცდები – სწავლის მოტივატორი (?!)

ხშირად დასმული კითხვები

1. რამდენ გამოცდას ჩააბარებს მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებზე?

მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩააბარებს 8 გამოცდას, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

2. ფასიანია თუ არა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა?

გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა უფასოა.

3. ექნებათ თუ არა მოსწავლეებს, რომლებიც არ გავლენ გამოსაშვებ გამოცდებზე ან ვერ გადალახავენ ბარიერს, მომდევნო წელს ატესტატის აღების შესაძლებლობა?
ნახე პოსტი სრულად »

2011 წელს აბიტურიენტები საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად რვა გამოცდას ჩააბარებენ.

საატესტატო გამოცდების ჩატარება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. ცენტრის ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა ტესტების ფორმატისა და ადმინისტრირების მოდელებზე. ტესტური დავალებებისა და ადმინისტრირების სქემის გამოცდის, ასევე მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფართომასშტაბიანი აპრობაციები დაგეგმა.
ნახე პოსტი სრულად »