კატეგორიები
გვერდები
-
ტეგები
2011 wlis gamocdebi abiturientebi answers dimitri shashkini erovnuli ertiani erovnuli gamocdebi ertiani erovnuli gamocdebi 2010 ertiani erovnuli gamocdebi 2011 gamocda gamocdebi gamosashvebi gamocdebi granti internetit registracia gamocdebze magistranti naec.ge Online.naec.ge questions rchevebi abiturientebs registracia registracia erovnul gamocdebze saatestato sacdeli testireba saerto samagistro sagamocdo centri sainformacio cnobari samagistro samagistro gamocdebi samagistro gamocdebis testi saxelmcifo granti shedegebi testi ucxo ena xshirad dasmuli kitxvebi აბიტურიენტები დისკუსია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 ინტერნეტით რეგისტრაცია მაგისტრანტი რეგისტრაცია რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საინფორმაციო ცნობარი სამაგისტრო საცდელი ტესტირება
WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.
მეგობარი საიტები
საცდელი ტესტირება უცხოურ ენებში – შედეგები

გთავაზობთ აბიტურიენტთა მონაწილეობით ჩატარებული საცდელი ტესტირების შედეგებს გერმანულ და ფრანგულ ენებში. ინგლისურ და რუსულ ენებში ჩატარებული საცდელი ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება მომდევნო კვირის ბოლოს.
კითხვის გაგრძელება »
შესწორება

გთავაზობთ შესწორებას აბიტურიენტთა ცნობარში, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
კითხვის გაგრძელება »
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო !

აბიტურიენტთა ინტერნეტით რეგისტრაცია დაწყებულია ! ინტერნეტით რეგისტრაციის გასავლელად,შებრძანდით ვებ-გვერდზე online.naec.ge, რეგისტრაციის გასავლელად გადახდილი უნდა გქონდეთ გამოცდების საფასური
საქართველოს ბანკის რომელიმე ფილიალში,რეგისტრაცია დაიწყო დღეს,14 თებერვალს და გაგრძელდება 25 მარტამდე.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ინტერნეტითაც შესაძლებელია

ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
კითხვის გაგრძელება »
რჩევები აბიტურიენტებს (2)
მოგესალმებით ძვირფასო აბიტურიენტებო
მოგეხსენებათ, 14 თებერვლიდან იწყება რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სწორედ ამ თემაზე მინდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,რამდენიმე რჩევა მოგცეთ ![]()
კითხვის გაგრძელება »
საინფორმაციო ცნობარი (2)

გთავაზობთ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ინფორმაციას PDF ფორმატში
კითხვის გაგრძელება »
სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
2011 წელს, სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან.
კითხვის გაგრძელება »
ტესტი სტუდენტებს სამაგისტრო გამოცდისათვის
ტესტი სამი ნაწილისგან შედგება:
I. წაკითხულის გააზრება (ორი ტექსტი, 21 შეკითხვა),
II. ლოგიკური მსჯელობა (14 ამოცანა),
III. რაოდენობრივი მსჯელობა (7 ამოცანა).
ტესტის თითოეულ დავალებას ახლავს ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
სწორი პასუხის გაცემისთვის იწერება 1 ქულა.
კითხვის გაგრძელება »
საერთო სამაგისტრო გამოცდა
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატებმა საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბარონ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას ან/და სხვა გამოცდებს (მაგ.: უცხოური ენის გამოცდას ან სხვ.) უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზანია:
- დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს მაგისტრანტების შერჩევაში;
- გამორიცხოს მაგისტრატურაში ისეთი სტუდენტების მიღება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მაგისტრატურაში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს;
- უზრუნველყოს მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალობა.





